სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ონლაინ სწავლებისთვის - ინფორმაცია მშობლებისთვის
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან.
ფოთსა და გორში კი საკლასო ოთახებში სწავლას ყველა კლასის მოსწავლე შეძლებს.
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ პირველი ოქტომბრიდან მისმა შვილმა ისევ დისტანციურად უნდა განაგრძოს სწავლა, მას ამის საშუალება ექნება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ეს არჩევანი ყველა კლასის მოსწავლის მშობელს ექნება. მისივე თქმით, ასეთი მშობლები განათლების სამინისტროს ვებგვერდზე შეძლებენ დარეგისტრირებას.
თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;
სწავლის დისტანციურად გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, განაცხადი უნდა გააკეთოთ საიტზე: online.emis.ge, ან მიმართოთ სკოლას და რეგისტრაციას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
სიახლეები
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი
- “მოქალაქეს, რომელსაც თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვის მიღება სურდა, სუს-ის მაღალი თანამდებობის პირებად გაეცნენ” – ორ პირს ბრალდება წარედგინა
- მეტროსადგური „ვარკეთილი“ 26 აგვისტოდან მგზავრთა მომსახურებას განაახლებს
- ისრაელმა იემენის დედაქალაქი ჰუსიტების თავდასხმების საპასუხოდ დაბომბა
- ალასკის შეხვედრიდან ერთი კვირა გავიდა