მივდივარ იქამდე, რომ ნავალნის სურდა, დაეკავებინათ - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის სურდა, რომ დაეკავებინათ და განზრახ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები.
„ის არ გამოცხადდა რეგისტრაციაზე გერმანიაში საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, უგულებელყო კანონის მოთხოვნა, ეს იცოდა და ჩამოვიდა მოსკოვში. მე მივდივარ იქამდე, რომ მას განზრახ სურდა, რომ დაეკავებინათ. მან გააკეთა ის, რაც სურდა, ასე რომ, აქ რაზე შეიძლება საუბარი“, - განაცხადა პუტინმა ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, შეხვედრისას პრეზიდენტი ბაიდენი შეეხო ადამიანის უფლებების თემას.
„დიახ, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ მისი ინიციატივით“, - აღნიშნა პუტინმა.
მან ადამიანის უფლებების კუთხით პარალელი გაავლო აშშ-სთანაც.
„ადამიანის უფლებების საკითხს რაც შეეხება გუანტანამო ისევ არსებობს, სრულიად არ შეესაბამება არაფერს, არც საერთაშორისო სამართალს, არც ამერიკულ კანონებს, არაფერს, მაგრამ აქამდე არსებობს. ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ციხეები ამ დრომდე ღიაა, სადაც მიღებულია წამება. ეს რა არის? ეს ადამიანის უფლებებია? ვფიქრობ, რომ - არა. ეს არის რეალური პოლიტიკის პრაქტიკა“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაცია, საჯაროდ მოუწოდებდა მასობრივი არეულობისკენ. „ცოტა ხნის წინ არეულობა მოხდა აშშ-ში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ. მათ თანავუგრძნობთ, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს ჩვენს ტერიტორიაზე, და ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს არ დავუშვათ“, - აღნიშნა პუტინმა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
