გლობალური დათბობა - როდის გახდება დედამიწაზე ცხოვრება შეუძლებელი
4,5 მილიარდი წლის განმავლობაში, პლანეტა დედამიწა განიცდიდა როგორც დათბობის, ისე გამყინვარების პერიოდებს. ტემპერატურა ათასწლეულების განმავლობაში იცვლებოდა.
დედამიწის ტემპერატურის ცვალებადობის შესწავლისას, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 1980-იანი წლებიდან დათბობა უფრო სწრაფად ხდება.
მკვეთრი დათბობა მეოცე საუკუნეში
1998 წელს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტისა და არიზონას უნივერსიტეტის დენდროქრონოლოგიის ლაბორატორიის ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც დედამიწაზე ბოლო 1000 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ტემპერატურაა ნაჩვენები.
აღმოჩნდა, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში ნორმიდან გადახრა უმნიშვნელო იყო, მაგრამ მეოცე საუკუნეში მოულოდნელი ტემპერატურის მკვეთრი მატება დაფიქსირდა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ბუნებრივი გაგრილება ამჟამად არ იგრძნობა, სათბურის გაზების გამონაბოლქვით გამოწვეული უპრეცედენტო დათბობის გამო.
როგორ უკავშირდება CO2-ის ემისიების გამოყოფა კლიმატის ცვლილებას?
სათბურის ბუნებრივ აირებში შედის ნახშირორჟანგი (CO2), მეთანი და აზოტის ოქსიდი (იცინის გაზი). ათასწლეულების განმავლობაში ბუნებამ ოპტიმალურად დაარეგულირა ამ აირების შემცველობა ატმოსფეროში. ეს შეიცვალა, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს საწვავის დაწვა ენერგიის გამომუშავების მიზნით, რამაც გამოიწვია CO2-ის ემისიების მკვეთრი ზრდა. ამის შედეგად, ატმოსფეროში ბუნებრივი წონასწორობა დაირღვა: დედამიწამ უფრო და უფრო სწრაფად დაიწყო გათბობა.
გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გლობალური კლიმატის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, შარშან საშუალო წლიური ტემპერატურა 1,2 გრადუსი ცელსიუსით მეტი იყო, ვიდრე წინა ინდუსტრიულ პერიოდში, ანუ 1850 – დან 1900 წლამდე პერიოდში.
როგორც მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, სათბურის გაზების გამოყოფა კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია.
2021 წლის მაისში CO2-ის საშუალო კონცენტრაცია დედამიწის ატმოსფეროში 415 ppm იყო. ნახშირორჟანგის ასეთი მაღალი კონცენტრაცია ბოლოს დედამიწის ატმოსფეროში იყო რამდენიმე მილიონი წლის წინ.
2019 წლის პირველ შვიდ თვეში გამოქვეყნებული 11602 კლიმატის ცვლილების სამეცნიერო სტატიების ანალიზმა აჩვენა, რომ მეცნიერთა 100 პროცენტი, ეთანხმება გლობალური დათბობის ანთროპოგენულ ხასიათს.
რა ალტერნატივა არსებობს?
კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი კოლეგიაც დარწმუნებულია, რომ გლობალური დათბობა ადამიანის საქმიანობის შედეგია. ჯერ კიდევ 1995 წელს მოპოვებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ადამიანებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს გლობალურ კლიმატზე.
გლობალური დათბობა უკვე თვალსაჩინოა. UNESCO-ში თვლიან, რომ დიდი ბარიერული რიფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში უნდა შევიდეს, ვინაიდან ეს ობიექტი, შესაძლოა, გლობალური კლიმატური ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდეს.
გერმანელმა და შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწაზე ორი გრადუსით დათბობამ, შესაძლოა, კატასტროფული "დომინოს ეფექტი" გამოიწვიოს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის სხვადასხვა ქალაქში, პოლიციამ რეკორდული სიცხის შედეგად გარდაცვალების შესახებ ასზე მეტი შეტყობინება მიიღო.
მეცნიერების ვარაუდით, თუ ემისიების გამოყოფა არ გაკოტროლდება, 2050 წლისთვის დედამიწა საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდება.
მომზადებულია DW-ის მასალების გამოყენებით.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო