გამოცხადდება თუ არა ისრაელში განმეორებითი ლოქდაუნი
ისრაელში კორონავირუსთან ბრძოლის საკითხს ფრანგული გაზეთი „ლე ფიგაროც“ («Le Figaro») ეხმაურება. სტატიაში სათაურით „რატომ იწყებენ ისრაელში ისევ ლოქდაუნზე ლაპარაკს“ (ავტორი - ჟანა სენეშალი) ნათქვამია, რომ მოსახლეობის 60%-ის აცრის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა ნაფთალი ბენეთმა 14 ივლისს განაცხადა, რომ ლოქდაუნის შემოღება შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს უკიდურეს შემთხვევაშიო.
„კი, ყველაზე იოლი იქნებოდა ჩვენ ისევ ლოქდაუნი გაგვეხორციელებინა, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით, მაგრამ ცვენ უპირატესობა სხვა მეთოდს მივანიჭეთ. რასაკვირველია, არ არის გამორიცხული ლოქდაუნიც შემოვიღოთ, მაგრამ ამ მკვეთრი ზომის მიღება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება. ვირუსის დელტა-ვარიანტის მიერ გამოწვეული ახალი ტალღის ჩარჩოებში ჩვენ თანამოქალაქეებთან თანამშრომლობის გზა ვარჩიეთ. იქნება თუ არა ლოქდაუნი, ეს ჩვენი მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა პრემიერმა და მოსახლეობას აცრებისაკენ მოუწოდა“.
„სხვათა შორის, ისრაელის პრემიერის განცხადებამ საფრანგეთში გარკვეული გამოხმაურება გამოიწვია, სადაც უკვე მოსახლეობაში ბუნტის განწყობა სუფევს - სანიტარული საშვების შემოღების გამო, რომელიც ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა“, - წერს „ლე ფიგარო“, რომლის კორესპონდენტი ფრანგ ეპიდემიოლოგს ჯონათან რუს ესაუბრება. იგი ერთმანეთს ადარებს ისრაელის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მონაცემებს. „ამჟამად ისრაელში მოსახლეობას ლოქდაუნის შემოღების შესაძლებლობით უფრო უარეს დროს ახსენებენ, რათა მოქალაქეებმა მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ“, ამბობს ფრანგი ექსპერტი.
სტატიის დასასრულს ავტორი მკითხველებს ისრაელში შემოღებულ ანტიკოვიდურ წესებს აცნობს და პრემიერ-მინისტრის ნათქვამის ციტირებას ახდენს: „ებრაული სახელმწიფო აღადგენს პირბადის ტარებას დახურულ სივრცეში და იმავდროულად სთხოვს მოქალაქეებს, რომ პირბადე ქუჩაშიც გაიკეთონ, თუ ისინი შეკრებილ ადამიანებს შორის იმყოფებიან, ან იმ ადგილზე, სადაც შეუძლებელია სოციალური დისტანციის დაცვა. გაძლიერებულია პოლიციის როლი წესების დაცვის გაკონტროლებაში. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ზოგიერთმა მოქალაქემ სხვებს ზიანი მიაყენოს... ნუ დაგეგმავთ შვებულების გატარებას სხვა ქვეყნებში, რადგანაც მალე ყველა ქვეყანა წითელი ფერით იქნება მონიშნული. შესაბამისად, თქვენი შვებულების სხვა ქვეყანაში გატარება ანულირებული“, - ამბობს პრემიერი.
საინტერესოა, ესმით თუ არა ეს განცხადება იმ მოქალაქეებს, რომლებიც აცრილები არ არიან და რას გააკეთებენ ისინი, თუ მართლაც იქნება ასეთი ზომები მიღებული“, - წერს ავტორი პუბლიკაციის დასასრულს.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო