"ამერიკულმა არმიამ არ უნდა იბრძოლოს იმ ომებში, რომლებშიც თავად ავღანელები არ იბრძვიან"
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განმარტა, თუ რატომ მიიღო ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება.
„ამერიკულმა არმიამ არ უნდა იბრძოლოს იმ ომებში, რომლებშიც თავად ავღანელები არ იბრძვიან“, –
ბაიდენმა.
როგორც ბაიდენმა განაცხადა, პოლიტიკური მოღვაწეობის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მან გაიაზრა, რომ „ჯარების გასაყვანად კარგი დრო არასდროს არის“.
აშშ-ის ლიდერმა აქვე დასძინა, რომ არასწორია, „ამერიკელ ჯარისკაცებს მოსთხოვო იმ კონფლიქტში ჩართვა, რომელშიც თავად ავღანელებს არ აქვთ საკუთარი თავის დაცვის უნარი“.
„პოლიტიკური ხელმძღვანელობა დანებდა და გაიქცა, არმიამ მარცხი განიცადა“, – აღნიშნა ბაიდენმა.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
