ბაიდენის ბრძანებით, 11 სექტემბრის ტერაქტის მასალების ნაწილი გასაჯაროვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული მასალების ნაწილის განსაიდუმლოებას ეხება.
ჯო ბაიდენის განცხადებით, 11 სექტემბრის 20 წლისთავის წინ, ამერიკელი ხალხი იმსახურებს უფრო სრულყოფილი სურათის დანახვას იმაზე, რაც ხელისუფლებამ იცის ამ თავდასხმების შესახებ.
მისივე თქმით, შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და მასალები საიდუმლოდ უნდა დარჩეს მხოლოდ კონკრეტულ და აუცილებელ შემთხვევებში.
ბაიდენმა გენერალურ პროკურორს დაავალა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული დოკუმენტების ღია მასალები ექვს თვეში გავრცელდეს.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
