1.5 გრადუსზე მეტით დათბობა კატასტროფა იქნება - გაერო-ს გენერალური მდივანი
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო რამდენიმე აქტუალურ მიზანს არ ასრულებს. ამის შესახებ მან კლიმატის კონფერენციის დროს განაცხადა.
"1.5 ის ნაცვლად 2.7 გრადუსით დათბობის გამო, სამყარო კატასტროფის პირასაა. ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ ეს უნდა იყოს ლიმიტი. მეცნიერება გვეუბნება, რომ 1.5 გრადუსზე მეტით დათბობა კატასტროფა იქნება”, - განაცხადა გუტიერეშმა.
მისი თქმით, 2030 წლისთვის თითქმის ნახევარით სათბურის გაზების ემისიები უნდა შემცირდეს, რათა 2050 წლისთვის ქვეყნებმა ნახშირბადის ნეიტრალიტეტს მიაღწიონ.
ამისთვის, კი, გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ქვანახშირის ელექტროსადგურების გამოყენება თანდათანობით უნდა შეწყდეს, რადგან ეს გარემოს აბინძურებს.
მისივე თქმით, გამონაბოლქვის თითქმის 80% G-20 ქვეყნებიდან მოდის.
ცნობისთვის, გაერო-ს მონაცემებით, კლიმატის ცვლილებები პლანეტას სულ უფრო ძლიერად უტევს, ამის შემცირების მცდელობები კი საკმარისი და სათანადო არ არის.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
