"პუტინს ძალაუფლების დაკარგვის სულ უფრო მეტად ეშინია"
აშშ-ის ჰელსინკის კომისია, რომელიც გავლენიან სენატორებს, კონგრესმენებს და ადმინისტრაციის წევრებს მოიცავს, აცხადებს, რომ სახელმწიფო სათათბიროს ბოლო არჩევნების დროს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მასშტაბური ფალსიფიკაცია დაფიქსირდა, -ამის შესახებ კომისიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
”ბევრი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები, შესაძლოა, ყველაზე გაყალბებულად ჩაითვალოს - ოპოზიციის კანდიდატების აკრძალვით დაწყებული და ბიულეტენების ჩაგდებითა და ხმების საერთო რაოდენობის მანიპულირებით დამთავრებული”, - აცხადებს კომისიის ხელმძღვანელი სენატორი ბენ კარდინი.
მან ხაზი გაუსვა, რომ კრემლმა კიდევ ერთხელ უგულებელყო ის ნორმები და ღირებულებები, რომელთა დაცვის პირობა დადო
"საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგოდ, რუსეთის ხელისუფლებამ დაუსაბუთებლად შეზღუდა საერთაშორისო დამკვირვებელთა რაოდენობა იმდენად, რომ ეუთო-ს ამ არჩევნების გაკონტროლება თავისი სანდო მეთოდებით არ შეეძლო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებთან დაკავშირებით კომისიის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა სტივ კოენმა განაცხადა, რომ კრემლის ელიტა რუსებს ოპოზიციური კანდიდატების თავისუფლად არჩევის შესაძლებლობას ართმევს, რითაც ძალაუფლების დაკარგვის შიშს ავლენს.
”ყოველ არჩევნებზე რუსეთში სულ უფრო ნაკლებია განსხვავებული აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, რაც ადასტურებს, რომ პუტინი სულ უფრო არაა დარწმუნებული, რომ გარე დახმარების გარეშე ხელისუფლებაში დარჩენას შეძლებს", - აღნიშნავს კოენი.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
