ქურდობაში ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესი აღდგება - თალიბანის ლიდერი
მოძრაობა „თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერის, მულა ნურადინ ტურაბის თქმით, ავღანეთში მძიმე დანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდება და ქურდობაში ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესი აღდგება. მოძრაობის ლიდერმა ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესს“ განუცხადა.
„ჩვენ ყველა გვაკრიტიკებდა, როდესაც სტადიონებზე ვსჯიდით ადამიანებს, მაგრამ ჩვენ მათ კანონებსა და სასჯელზე არასდროს არაფერი გვითქვამს. ვერავინ გვეტყვის, რა უნდა იყოს კანონი. ჩვენ მივყვებით ისლამს და კანონი ყურანზე იქნება დაფუძნებული“, – განაცხადა მან.
მულა ნურადინ ტურაბის თქმით, მსგავსი მკაცრი სასჯელები უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. გამოცემა წერს, რომ „თალიბანმა“ ცოტა ხნის წინ მცირე მასშტაბის ქურდობაზე წლების წინ არსებული წესი აღადგინა, რომელიც მძარცველის საჯაროდ შერცხვენას გულისხმობს.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
