"სადაც სააკაშვილია, იქ ყოველთვის ცირკია" - დიმიტრი პესკოვი
მედიის ინფორმაციით, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ - "სადაც სააკაშვილია, იქ ყოველთვის ცირკია."
რაც შეეხება საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის შესაძლო რისკებზე საუბრისას პესკოვმა აღნიშნა:
"ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე რისკს".
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ ერთი და მერე მეორე ვიდეო გაავრცელა სოციალურ ქსელში, სადაც ის ბათუმის ფონზე აცხადებს, რომ სიტყვა შეასრულა და საქართველოში ჩამოვიდა. შსს აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტს საზღვარი ოფიციალურად არ გადაუკვეთია.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
