"პანდემია დასრულდება, როდესაც მსოფლიო მის დასრულებას გადაწყვეტს" - ჯანმო
პანდემია დასრულდება, როდესაც მსოფლიო მის დასრულებას გადაწყვეტს. ეს ჩვენს ხელშია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. ინფორმაციას AFP ავრცელებს.
მისი თქმით, კაცობრიობას ვირუსის დასამარცხებლად ყველა საშუალება აქვს.
„თუმცა, მსოფლიომ ეს ინსტრუმენტები კარგად არ გამოიყენა“, - განაცხადა გებრეისუსმა.
მან გაიხსენა ჯანმო-ს მიზანი ამ წლის ბოლომდე თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 40 პროცენტის იმუნიზაციის შესახებ. გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნების და კომპანიების განცხადებები, რომლებიც ვაქცინის მიწოდებას აკონტროლებენ, მათ ქმედებებს დაემთხვევა.
გებრეისუსმა მოუწოდა ქვეყნებს, რომლებმაც ამ მიზანს მიაღწიეს, საერთაშორისო მექანიზმის, COVAX-ის ფარგლებში პრეპარატების მიწოდებას პრიორიტეტი მიანიჭონ.
ასევე, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შეჩერება, რათა პანდემია დასრულდეს.
Worldometer–ის მონაცემებით, 25 სექტემბრისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 244 444 105 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, 4 964 101 ადამიანი გარდაიცვალა, 221 473 788 გამოჯანმრთელდა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
