როდის დასრულდება პანდემია და რა არის ენდემია? - The Guardian
როგორ დასრულდება COVID-19-ის პანდემია? ვირუსი არ გაქრება - ის ენდემური დაავადება გახდება, - ამ სათაურით სამეცნიერო ჟურნალისტის, ლორა სპინის მიერ მომზადებულ სტატიას ბრიტანული გამოცემა The Guardian აქვეყნებს.
"საბოლოო დასასრული აშკარაა: ქვეყნები COVID-19-ს თავს ვერ დააღწევენ, თუმცა მასთან თანაცხოვრებას ისწავლიან.
შედეგად მივიღებთ ენდემურ დაავადებას, ეს არის ამა თუ იმ დასახელებულ ტერიტორიაზე დაავადების მუდმივი არსებობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. უფრო ზუსტად, ეს გულისხმობს იმას, რომ დაავადების გამომწვევი ვირუსი - ამ შემთხვევაში Sars-CoV-2 - ყოველთვის დარჩება მოსახლეობაში და მისი ცირკულაცია გარკვეული პერიოდულობით, მეტ-ნაკლებად პროგნოზირებად აფეთქებებს გამოიწვევს.
ერთი რამ ცხადია: ენდემურობაზე გადასვლა სხვადასხვა ქვეყანაში და რეგიონში სხვადასხვა დროს მოხდება", - წერს გამოცემა.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, ყველა ქვეყანა მიაღწევს ენდემურობას.
"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის რბოლა ფინიშამდე. ამ ეტაპზე ვაქცინები გვიცავს ინდივიდუალურად და არა კოლექტიურად. მაგრამ ფორმა, რომელსაც მიიღებს ენდემური დაავადება, კოლექტიურად ჩამოყალიბდება.
Covid-19-ის მომავალი შეიძლება იყოს ისეთივე რბილი, როგორც ჩვეულებრივი გაციებაა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ უფრო მძიმე ფორმად იქცეს. ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენიმე წლის განმავლობაში იგი დიდ ზეწოლას მოახდენს ჯანდაცვის სისტემებზე”, - ვკითხულობთ სტატიაში.
სიახლეები
- რატომ ვირჩევთ ევროპას?
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს
- "ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის" - ილჰამ ალიევი