რომელ ქვეყნებში გადაიქცევა COVID-19 ენდემურ დაავადებად და ვინ დაამარცხებს პირველი პანდემიას
კორონავირუსის დელტა შტამის მსოფლიოს ბევრ რეგიონში გავრცელება კლებულობს. მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რომელ ქვეყნებში გადაიქცევა COVID-19 ენდემურ დაავადებად 2022 წელს და ვინ დაამარცხებს პირველი პანდემიას. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.
პანდემიის ათზე მეტი წამყვანი ექსპერტი იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლებისა და ბუნებრივი იმუნიტეტის წყალობით, პანდემიიდან პირველები შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია და ინდოეთი გამოვლენ.
ამასთან ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი SARS-CoV-2 კვლავაც რჩება არაპროგნოზირებად ვირუსად, რომელიც მუტაციას განაგრძობს არავაქცინირებულ ადამიანებში გავრცელების კვალდაკვალ.
"ვფიქრობთ, რომ დღეიდან 2022 წლის ბოლომდე პერიოდი სწორედ ის მომენტია, როდესაც ვირუსზე კონტროლს დავამყარებთ", - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური დირექტორი, მარია ვან კერხოვე. 2022 წლის ბოლოსთვის ჯანმო მიზნად ისახავს მსოფლიოს მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაციას.
”თუ ამ მიზანს მივაღწევთ, ეპიდემიოლოგიურად ძალიან, ძალიან განსხვავებულ სიტუაციაში ვიქნებით”, - აღნიშნა ვან კერხოვემ. იმავდროულად, ის წუხს იმაზე, რომ ქვეყნები ნაადრევად გააუქმებენ COVID-ის შემზღუდავ ზომებს.
"ჩემთვის გასაოცარია, როდესაც ქუჩებში გამოსულ ადამიანებს ვხედავ, თითქოს ყველაფერი დასრულებულია", - აცხადებს ჯანმო-ს წარმომადგენელი.
ჯანმო-ს 26 ოქტომბრის მოხსენების თანახმად, COVID-19-ის შემთხვევები და სიკვდილიანობა აგვისტოს შემდეგ, ევროპის გარდა, მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში შემცირდა.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო