"ახალი შტამით შეშფოთებული ვართ" - ჯანმო-ს წარმომადგენელი
ჩვენ ვიცით, რომ ამ შტამს ბევრი მუტაცია აქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა.
მან კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ ახალ შტამზე, B.1.1.529-ზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მის შესახებ ცნობებით შეშფოთებულია და ამ ახალ ვარიანტს იძიებს.
"ჩვენ მის შესახებ საკმარისი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ხელმისაწვდომია მხოლოდ 100-ზე ნაკლები სრული გენეტიკური თანმიმდევრობა. თუმცა ვიცით, რომ ამ შტამს ბევრი მუტაცია აქვს", - აღნიშნა მარია ვან კერკხოვემ.
მისი თქმით, ვირუსის ევოლუციის ჯგუფი განიხილავს, შეუქმნის თუ არა ეს შტამი ვაქცინაციას საფრთხეს.
”კერძოდ, საუბარი იქნება იმაზე, კლასიფიცირდება თუ არა ეს შტამი შემაშფოთებელ ვარიანტად (VOC) თუ ინტერესის ვარიანტად (VOI). თუ შტამი ამ რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნება, მაშინ ჯანმო მას ბერძნული ანბანის ასოს სახით სახელს მიანიჭებს", - განაცხადა კერკხოვემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) დღეს საგანგებო შეხვედრას ატარებს. მონაწილეები კორონავირუსის სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში აღმოჩენილი ახალი შტამის შესახებ ისაუბრებენ, რომელსაც მუტაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს.
COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.
სიახლეები
- რატომ ვირჩევთ ევროპას?
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს
- "ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის" - ილჰამ ალიევი