45 მილიონი ადამიანი, შესაძლოა, შიმშილის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს

დაახლოებით 45 მილიონი ადამიანი მსოფლიოს 43 ქვეყნიდან, შესაძლოა, შიმშილის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის 2022 წლის გლობალურ ჰუმანიტარულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე გაჭირვებულთათვის დახმარების გაწევისთვის 41 მილიონი აშშ დოლარი იქნება საჭირო.

 

"ჯამში, 274 მილიონი ადამიანი 2022 წელს გადაუდებელი დახმარებისა და დაცვის საჭიროებების წინაშე აღმოჩნდება, რაც შარშანდელ გამოკითხვასთან შედარებით 17%-ით მეტია“, - ნათქვამია ტექსტში.

 

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 173 მილიონი ყველაზე გაჭირვებული ადამიანის დასახმარებლად 41 მილიონი დოლარი იქნება საჭირო.

 

გაერო-ს გენერალური მდივნის ჰუმანიტარულ საკითხებში მოადგილის, მარტინ გრიფიტსის თქმით, კლიმატის ცვლილების კრიზისი, პირველ რიგში, ყველაზე დაუცველ მოსახლეობას ურტყამს და ბევრად უფრო მძიმედ. გრიფიტსმა აღნიშნა, რომ არასტაბილურობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაუარესდა და ამ მხრივ ავღანეთი, ეთიოპია და მიანმარი ახსენა.

 

”პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ღარიბი ქვეყნები ვაქცინებს მოკლებულია,” - დასძინა მან.

 

კვლევა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ზე მეტი იძულებით გადაადგილებულია.

 

2022 წლის გლობალური მიმოხილვა მოიცავს 37 საპასუხო გეგმას 63 ქვეყნისთვის, მათ შორის არის: ავღანეთი, ჰაიტი, იემენი, ერაყი, კოლუმბია, ლიბია, მალი, მიანმარი და უკრაინა.

წაკითხვა 431 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.