"ტესტირება"ომიკრონის" შტამთან საბრძოლველად უფრო ეფექტური გზა იქნება, ვიდრე..."
კორონავირუსზე დამატებითი ტესტირება"ომიკრონის" შტამთან საბრძოლველად უფრო ეფექტური გზა იქნება, ვიდრე საერთაშორისო მოგზაურობის ახალი შეზღუდვები.
ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა აფრიკის ქვეყნების განვითარების შესახებ გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან საზღვრების ჩაკეტვა უსამართლოა.
"მსგავსი აკრძალვები არა მხოლოდ უსამართლო და სადამსჯელოა იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც ვირუსი ფიქსირდება, არამედ ის არაეფექტურიც არის. მოვუწოდებ ყველა მთავრობას, განიხილონ კორონავირუსზე დამატებითი ტესტირების და სიტუაციის შესაბამისი სხვა ქმედითი ღონისძიებების დანერგვა. ეს არის ერთადერთი გზა გადაცემის რისკის შესამცირებლად, მოგზაურობისა და ეკონომიკური ურთიერთქმედების შესაძლებლობების შენარჩუნებით“, - განაცხადა მან.
სიახლეები
- რატომ ვირჩევთ ევროპას?
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს
- "ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის" - ილჰამ ალიევი