„ომიკრონით“ ხელახლა დაინფიცირების ალბათობა უფრო მაღალია" - ჯანმო
კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ხელახალი დაინფიცირების ალბათობა, შესაძლოა, იყოს მაღალი, სხვა ვარიანტებთან შედარებით.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინციდენტების მართვის სპეციალისტმა აბდი მაჰმუდმა პრესკონფერენციაზე გნაცხადა.
„ჩვენ მრავალ მონაცემებს ვღებულობთ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვხედავთ, რომ ხელმეორედ დაინფიცირების შემთხვევები მაღალი სიხშირისაა“, - აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, შესაძლოა, სხვა ქვეყნებში ვითარება სხვაგვარად განვითარდეს.
„თუმცა, წინასწარი მონაცემები მოწმობს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტით ხელმეორე დაინფიცირება მეტად შესაძლებელია, ვიდრე სხვა ვარიანტებით, მათ შორის დელტა ვარიანტით“, - განაცხადა აბდი მუჰამედმა.
სიახლეები
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ
- რატომ არ ერთვება აქტიურად ოპოზიცია პროტესტში - გაზაფხულის მოლოდინი
- "რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას აპირებს" - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 თებერვლისთვის
- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
