"ჩვენი მიზანი უკრაინის აღმოსავლეთში სისხლისღვრის შეჩერებაა"
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ 20-ზე მეტ „დემოკრატ“ და „რესპუბლიკელ“ სენატორთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარება და ქვეყნის საზღვრებთან არსებული სიტუაცია.
უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კანონმდებლებს მიაწოდა ინფორმაცია არსებული მოლაპარაკებების ფორმატებში - ნორმანდიის, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფისა და მინსკის პროცესის ფარგლებში მშვიდობის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯების შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა სამშვიდობო პროცესში შეერთებული შტატების ჩართვის მნიშვნელობა.
„ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია არა სიტყვები, არამედ გადამწყვეტი ქმედებები. ჩემი მიზანი უკრაინის აღმოსავლეთში სისხლისღვრის შეჩერებაა. შეუძლებელია ევროპაში უსაფრთხოების წარმოდგენა დონბასში ომის დასრულების გარეშე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება, უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი დაბლოკოს.
„არანაირი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე. არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხზე ხმის უფლება“, - აღნიშნა ზელენკსიმ.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
