"ომიკრონ“ შტამი ხალხს კლავს, მას არ შეიძლება „მსუბუქი“ ეწოდოს"
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ „ომიკრონ“ შტამი ხალხს კლავს და მას არ შეიძლება „მსუბუქი“ ეწოდოს. მისი თქმით, ახალი შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება და მსოფლიოს „ახალი შემთხვევების ცუნამი“ ემუქრება.
„გასული კვირის განმავლობაში პანდემიის დაწყების დღიდან ვირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მხოლოდ 1 კვირის მანძილზე 9.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 71%-ით მეტია“, - განაცხადა მან.
ჯანმო-ს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ დაიფიცირების შემთხვევები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 100%-ით გაიზარდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 78%-ით, ხოლო ევროპაში 65%-ით.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
