თეთრი სახლის პრესსპიკერი - რუსეთის მთავრობა უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი ცდილობს უკრაინაში შეჭრის ყალბი საბაბი შექმნას.
„გვაშფოთებს, რომ რუსეთის მთავრობა უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება, რამაც შესაძლოა, ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევები და ომის დანაშაულები გამოიწვიოს,“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.
მისი თქმით, ამ გეგმების ფარგლებში რუსეთი ცდილობს, შეთხზას საბაბი უკრაინაში შეჭრისთვის.
„ამ გეგმების ფარგლებში, რუსეთი ამზადებს საფუძველს, რომ შეთხზას შეჭრის საბაბი,“- აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, რუსი სამხედროები ამ მოქმედებების დაწყებას სამხედრო შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე გეგმავენ.
ჯენ ფსაკის აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელება და უკრაინელების მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინების გამოქვეყნება, რომ „ეშინოდეთ და ყველაზე ცუდს ელოდნენ“.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
