რატომ გახდა ჯო ბაიდენი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტი? -The Guardian
ბრიტანულ გაზეთ „გარდიან“-ში (The Guardian) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ახლა რთული დროა“: რატომ გახდა ჯო ბაიდენი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტი?“ (ავტორი - ლორენ გამბინო), რომელშიც განხილულია ჯოზეპ ბაიდენის პრეზიდენტობის პირველი წლის შედეგები.
პუბლიკაციაში ავტორის მიერ დასმულია კითხვა - რატომ იქცა ჯო ბაიდენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარულად პრეზიდენტად. ექსპერტების თქმით, ჯო ბაიდენის არაპოპულარობის თავსატეხში არის მიზეზები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, მისგანვე მოდის და არის ისეთი მომენტებიც, რომლებიც მასზე არაა დამოკიდებული.
საშინაო პოლიტიკაში პრეზიდენტის არაპოპულარობის მიზეზი კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარე კონგრესში უნდა ვეძებოთ, სადაც მას საკუთარი „პარტიული ამხანაგები“ აკრიტიკებენ: კორონავირუსი ისევ კონტროლიდან გამოდის, კოვიდ-19-ით დაავადების ყოველდღიური მონაცემები რეკორდულ რაოდენობას აღწევს, საავადმყოფოები ინფიცირებულებით სავსეა, ინფლაციის დონე ისეთია, რომ 40-წლიან მაქსიმუმს აჭარბებს. საგარეო პოლიტიკაში კი თეთრი სახლის მიერ გატარებული დიპლომატია სასურველ მიზანს ვერ აღწევს - სამხედრო კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის ჯერ-ჯერობით გამორიცხული არ არის.
ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ, ამის მიუხედავად, იგი დღეს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე არაპოპულარული ლიდერის სახელით სარგებლობს. პრეზიდენტის რეიტინგი განუხრელად ეცემა. საკმარისია ითქვას, რომ ჯო ბაიდენის წინამორბედებში მმართველობის პირველი წლის დასრულებისას უარესი რეიტინგი მხოლოდ დონალდ ტრამპს ჰქონდა.
ჯო ბაიდენი აშშ-ის ხელისუფლებაში მაღალფარდოვანი ამბიციებით მოვიდა: იგი მოსახლეობას კორონავირუსზე გამარჯვებას დაჰპირდა და განაცხადა, რომ ამერიკის ისტორიაში მმართველობის საქმეში პასუხისმგებლობის პერიოდი იწყება. გავიდა ერთი წელი და რას ვხედავთ? იგი ისევ პანდემიას ებრძვის, ამერიკელი ერი ისევ გაყოფილია - რესპუბლიკელები ისევ ამტკიცებენ, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვაო.
და ბოლოს, ჯო ბაიდენის პოპულარობის დაცემაზე ძალზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ავღანეთიდან ჯარის ქაოსურმა გამოყვანამ. მართალია, ამერიკელთა უმეტესობას ჯარის გამოყვანა სურდა, მაგრამ რაც ავღანეთში და ქაბულში მოხდა - როცა ხელისუფლებას თალიბები დაეუფლნენ - იმ სასოწარკვეთის სცენებმა ამერიკელებში პრეზიდენტს ავტორიტეტი შეურყია. მან დაკარგა ის სახელი, რისთვისაც პატივს სცემდნენ - გამოცდილი დიპლომატის და საერთაშორისო პოლიტიკის ღრმად მცოდნე ადამიანის სახელი, რომელსაც ამერიკის დიდებული პოზიციები უნდა აღედგინა მსოფლიო არენაზე.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო