"რუსეთი შიშობს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ის მუქარა უკრაინაში ახალი ომის პროვოცირებას გამოიწვევს" - კრემლი
რუსეთი შიშობს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ის მუქარა უკრაინაში ახალი ომის პროვოცირებას გამოიწვევს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, აშშ-ის მუქარამ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, უკრაინის ზოგიერთ ლიდერს მცდარი იმედები მისცეს და მათ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარება ძალადობრივი მეთოდებით სცადონ.
დიმიტრი მოსკოვის განცხადებით, აშშ-ის განცხადებები ხელს არ უწყობს იმ დაძაბულობის განმუხტვას, რომელიც ევროპაში ახლა წარმოიშვა.
„უკრაინის ნატო-ში მოკლევადიან პერსპექტივაში არშესვლა არ ნიშნავს უარს უკრაინის ალიანსში მიღებაზე საშუალოვადიან პერსპექტივაში. მოსკოვის პოზიცია უკრაინის ნატო-ში არმიღების საკითხთან დაკავშირებით რუსეთისთვის ისეთივე ფუნდამენტურია, როგორც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სტრატეგიული იარაღის არგანლაგების საკითხი. ამ კითხვებზე პასუხები იმ წერილობითი განცხადებებიდან უნდა გავიგოთ, რომელსაც უახლოეს დღეებში ველოდებით“, – განაცხადა პესკოვმა.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
