"უკრაინის საკითხის გადაჭრა მხოლოდ პოლიტიკური გზით შეიძლება" - ემანუელ მაკრონი

პრეზიდენტი ზელენსკი დღეს იმ ქვეყნის პირველი პირია, რომლის საზღვართან 125 000 რუსი სამხედრო იმყოფება, ასე რომ, დიახ, ის ნერვიულობს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ვეტყვი პრეზიდენტ ზელენსკის, ისევე, როგორც ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მინსკის შეთანხმებებს პროგრესის მიღწევა შეუძლია. ამაზე პრეზიდენტ ზელენსკისთან ხვალ ვისაუბრებ“, – განაცხადა მაკრონმა.

 

ფრანგი ლიდერის თქმით, უკრაინის საკითხის გადაჭრა მხოლოდ პოლიტიკური გზით შეიძლება, მოხდეს და ამ გადაჭრის საფუძველი მინსკის შეთანხმებებია.

 

„საფრანგეთი გააგრძელებს მის ძალისხმევას ნორმანდიულ ფორმატში კრიზისის გრძელვადიანი მოგვარებისთვის“, – განაცხადა მაკრონმა.

 

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას მან განიხილა შეხების კონკრეტული წერტილები და დეესკალაციის გზები, რომლებსაც იგი შემდგომ უკვე ოფიციალურ კიევთან და ვაშინგტონთან, ასევე ევროკავშირისა და ნატო-ს მოკავშირეებთან განიხილავს.

 

„მომდევნო დღეები იქნება გადამწყვეტი და საჭიროებს ინტენსიურ დისკუსიას, რომელიც ერთად გვექნება“, – აღნიშნა მაკრონმა.

 

ფრანგი ლიდერის განცხადებით, პუტინთან ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგალითად ნატო-ს ღია კარის პრინციპთან დაკავშირებით.

წაკითხვა 341 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.