"ნატო-ს დამატებითი ჯარისკაცები ჩვენს მიწაზე არ გვჭირდება" - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
უნგრეთი, უკრაინის კრიზისის გამო მიმდინარე მანევრების ფარგლებში, თავის მიწაზე ნატო-ს დამატებით ჯარისკაცებს არ მიიღებს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ „ევრონიუსს“ განუცხადა.
„არა, ჩვენ ამაზე არ დავთანხმებულვართ და არც დავთანხმდებით, რადგან ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე გვყავს ნატოს ჯარები, ეს არის უნგრეთის არმია და უნგრეთის შეიარაღებული ძალები, ისინი სათანადო ფორმაში არიან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასე რომ, ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი ჯარები უნგრეთის ტერიტორიაზე,“- განაცხადა პიტერ სიხიარტომ.
ამასთან, უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აშშ-ს, ევროპასა და რუსეთს მოუწოდა, გააგრძელონ მოლაპარაკებები, რათა თავიდან აიცილონ „ყველაზე ცუდი სცენარი“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში ცენტრალური ევროპა „ყველაზე დიდი დამარცხებული“ იქნება.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა დამატებითი ჯარისკაცები გაგზავნა პოლონეთსა და რუმინეთში, გერმანიამ გაზარდა ჯარის რაოდენობა ლიეტუვაში, ნატო-ს ჯარები უკვე განთავსდნენ ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
