"ამერიკელებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა" - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ უკრაინა, სადაც შესაძლოა, მალე სიტუაცია მწყობრიდან გამოვიდეს.
“ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა. ეს არ ჰგავს იმას, როცა ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან,“ - განაცხადა პრეზიდენტმა NBC News-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, არსებობს თუ არა სცენარი, რამაც შეიძლება ბიძგი მისცეს მას, ამერიკელების გადასარჩენად ჯარი გაგზავნოს, ბაიდენმა უპასუხა: „არ არსებობს“.
„როდესაც ამერიკელები და რუსეთი იწყებენ სროლას ერთმანეთისკენ, ეს მსოფლიო ომია. ჩვენ დღეს ძალიან განსხვავებულ მსოფლიოში ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ,“ - განაცხადა ბაიდენმა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
