"კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, ერთიანობა და ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავება, რაც ძირს უთხრის სტაბილურობას და თესავს პანიკას"
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და არწმუნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან ესკალაციის დასაწყისიდანვე უკრაინის ხელმძღვანელობა, უკრაინული დიპლომატია და არმია ყველა ღონეს ხმარობს, რათა შეინარჩუნოს უკრაინის სტაბილურობა და ქვეყანა მზად იყოს სხვადასხვა სცენარისთვის და ნებისმიერი აგრესიული ზრახვებისთვის. ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, ქვეყნის შიგნით ერთიანობა და ყველა ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავება, რაც ძირს უთხრის სტაბილურობას და თესავს პანიკას. უკრაინის შეიარაღებული ძალები მუდმივად აკვირდება მოვლენებს და მზად არის მოიგერიოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმა,“- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინული დიპლომატია კავშირშია ყველა ძირითად პარტნიორთან და ოპერატიულად იღებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ აუცილებელ ინფორმაციას, რაც უკრაინას დროული ქმედებების საშუალებას აძლევს.
„ვაგრძელებთ მუშაობას დაძაბულობის შესამცირებლად და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზაციისთვის, იმისთვის, რომ რუსეთი დიპლომატიური დიალოგის ფარგლებში შევაკავოთ,“- აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
