"ასეთი კატასტროფული დაპირისპირების შესაძლებლობასაც კი ვერ დავუშვებთ"
ღრმად ვარ შეშფოთებული გაზრდილი დაძაბულობით და გაზრდილი სპეკულაციებით ევროპაში პოტენციური სამხედრო კონფლიქტის შესახებ. ასეთი კატასტროფული დაპირისპირების შესაძლებლობასაც კი ვერ დავუშვებთ, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული საუბრის შემდეგ განაცხადა.
„დაძაბულობის განმუხტვისა და ადგილზე მოქმედებების დეესკალაციის დროა. წამქეზებლური რიტორიკის ადგილი არ არის. საჯარო განცხადებების მიზანი უნდა იყოს დაძაბულობის შემცირება და არა მათი გაღვივება. მივესალმები ბოლო დროის დიპლომატიურ კონტაქტებსა და ჩართულობებს, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურებს შორის,“- აღნიშნა გუტერეშმა.
მისი თქმით, კრიზისის მოსაგვარებლად დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
„ჩემი გზავნილი ნათელია: დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა საკითხი - მათ შორის ყველაზე გადაუჭრელი - შეიძლება და უნდა გადაწყდეს დიპლომატიური ჩარჩოებით. მტკიცედ მჯერა, რომ ეს პრინციპი გაიმარჯვებს,“- განაცხადა გუტერეშმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გაეროს ქვეყნების გუნდი უკრაინაში სრულყოფილად ფუნქციონირებას განაგრძობს.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
