"ჯერჯერობით, რუსეთისგან დეესკალაციის არავითარი ნიშანი არ არის" - იენს სტოლტენბერგი
ჯერჯერობით, რუსეთისგან დეესკალაციის არავითარი ნიშანი არ არის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ მოსკოვიდან წამოსული ნიშნები „ფრთხილი ოპტიმიზმის გარკვეულ საფუძველს“ იძლევა, თუმცა ჯერჯერობით დეესკალაციის არავითარი ნიშანი არ არის. მისივე თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, უკან დაიხიოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მშვიდობიანი გადაწყვეტილების ძიება.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია ძვირად დაუჯდება.
იენს სტოლტენბერგმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის შესაძლო აღიარების საკითხზე.
„ეს თუ მოხდება, ეს იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კიდევ ერთხელ უხეში დარღვევა, რადგან ეჭვგარეშეა, რომ დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ნაწილია, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასეთი აღიარება იქნება საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა და არა მხოლოდ; ეს ასევე იქნება მინსკის შეთანხმების დარღვევა. ეს კიდევ უფრო გაართულებს პოლიტიკური გამოსავლის ძიებას მინსკის შეთანხმების საფუძველზე“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო და მისი მოკავშირეები მხარს უჭერენ ნორმანდიულ ფორმატს, კრიზისის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
