"მზად ვართ, გავცეთ გადამწყვეტი პასუხი რუსეთს, თუ ის უკრაინაზე განახორციელებს შეტევას"
ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, ნებისმიერი სცენარისთვის. მზად ვართ დიპლომატიისთვის, მზად ვართ, ჩავერთოთ დიპლომატიით რუსეთთან და ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, რათა გავაუმჯობესოთ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება. ჩვენ მზად ვართ, გავცეთ გადამწყვეტი პასუხი რუსეთს, თუ ის უკრაინაზე განახორციელებს შეტევას, რისი შანსიც ჯერ კიდევ დიდია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ჩემი ადმინისტრაცია უწყვეტ დიპლომატიურ პროცესშია ჩართული. ამ კვირაში ისევ ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ მივდიოთ მაღალი დიპლომატიის გზას. მე და პუტინი შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები ამ მიმართულებით გააგრძელებდნენ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. გუშინ რუსეთის მთავრობამ საჯარო შეთავაზება გააკეთა, რომ გაგრძელდეს დიპლომატიის გზა. მე ვეთანხმები, ჩვენ დიპლომატიას ყველა შანსი უნდა მივცეთ, რომ ეს გზა წარმატებული იყოს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაგიდაზე დადო კონკრეტული იდეები ევროპაში უსაფრთხოების გარემოს დასამკვიდრებლად. ჩვენ ვთავაზობთ შეიარაღების კონტროლის ახალ ზომებს, ახალ გამჭირვალე ზომებს, ახალ სტრატეგიული სტაბილურობის ზომებს. ეს ზომები ეხება ყველა მხარეს, ნატო-ს მოკავშირეებს და რუსეთს“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, ყველა მხარისთვის საუკეთესო გზა არის დიპლომატია.
„ჩვენ არ შევწირავთ მსხვერპლად ძირითად პრინციპებს, ერებს აქვთ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უფლება, მათ აქვთ თავისუფლება აირჩიონ საკუთარი კურსი და აირჩიონ ვისთან სურთ იქნებიან ასოცირებული. ჩვენ ვთლით რომ ყველა მხარისთვის საუკეთესო გზა დიპლომატიაა. ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ მცდელობას ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად. ვიდრე არსებობს კრიზისის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის იმედი, ჩვენ ამ გზას გავყვებით“, – განაცხადა ბაიდენმა. მისივე თქმით, დიპლომატიის გზით თავიდან უნდა იყოს არიდებული ძალის გამოყენება, რომელიც წარმოუდგენელ ადამიანურ დანაკარგს მოიტანდა.
ამასთან, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, რუსეთს 150 ათასი ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული უკრაინის საზღვართან და შეჭრა კვლავ შესაძლებელია.
„რუსეთს თავდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ჯარების ნაწილი ტოვებს უკრაინასთან პოზიციებს. ეს კარგი იქნებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დაგვიზუსტებია. ჯერ არ დაგვიზუსტებია, ნამდვილად უბრუნდება თუ არა რუსეთის ჯარები მათ ბაზებს, ჩვენი სამხედრო ანალიზი მიუთითებს, რომ ისინი საკმაოდ სახიფათო პოზიციებზე რჩებიან. ფაქტი რჩება, რომ ახლა რუსეთს 150 000 კარისკაცი ჰყავს განლაგებული უკრაინის საზღვართან და შეჭრა რჩება შესაძლებელი“, – განაცხადა ბაიდენმა.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი