"ნატოსკენ მიმავალ გზაზე უკრაინამ უნდა მიიღოს გარანტიების სისტემა"
ნატოსკენ მიმავალ გზაზე უკრაინამ უნდა მიიღოს გარანტიების სისტემა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ "RBC-უკრაინისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული თეორიულად მაინც არ უნდა ჩამოუვარდეს სისტემას, რასაც ნატოს ქვეყნებს სთავაზობენ.
"ჩვენ ვამბობთ, რომ მივდივართ ალიანსისკენ. ნატო, ფაქტობრივად, ერთადერთია დღეს არსებული უსაფრთხოების ალიანსებიდან, რომელშიც უკრაინა შეიძლება გაწევრიანდეს. იქ ჩვენთვის ღია კარის პოზიციაა. მაგრამ ამ გზაზე დიდი მანძილია - წლები და თვეები, განსაკუთრებით თუ ესკალაცია იქნება. ამ გზის გავლისას ჩვენ უნდა მივიღოთ გარანტიების სისტემა. თეორიულად მაინც არ უნდა ჩამოუვარდეს იმ სისტემას, რომელსაც ნატოს ქვეყნებს სთავაზობენ", - განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამაზე მტკიცედ საუბრობს უკრაინა და უკრაინისთვის დღეს ეს არის ერთადერთი ალტერნატივა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
