უკრაინაში ომის შესაჩერებლად ვატიკანი "ნებისმიერი სახის შუამავლობისთვის" მზაობას გამოხატავს

ვატიკანი მზადაა გააკეთოს "ყველაფერი, რაც შესაძლებელია", რათა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევასა და უკრაინაში ომის დასრულების შუამავლობას ხელი შეუწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

„წმინდა საყდარი "ხელმისაწვდომია ნებისმიერი სახის შუამავლობისთვის", - განაცხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინმა Vatican News-თან ინტერვიუში. ამ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას პაროლინმა გაიმეორა რომის პაპ ფრანცისკეს მიმართვა უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.

 

„მე ვითხოვე ბრძოლის შეწყვეტა და კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა. მე დაჟინებით მოვითხოვდი მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჰუმანიტარული დერეფნების პატივისცემას“, - განაცხადა პაროლინმა და მან იქვე პაპ ფრანცისკესავით, უარყო მოსკოვის ნარატივი „სამხედრო ოპერაციასთან“ დაკავშირებით.

 

„ჩვენ ომის წინაშე ვდგავართ, რომელსაც, სამწუხაროდ, მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, როგორც ყველა ომის დროს ხდება ხოლმე”, - დასძინა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა. კარდინალის თქმით, მშვიდობის დამყარება "არასოდეს არის გვიან".

 

მისივე განცხადებით, „არასდროს არ არის გვიანი ნაბიჯების გადადგმა და შეთანხმების პოვნა“.

წაკითხვა 292 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.