"ჩვენი ქვეყანა პარალიზებულია - უკვე დიდი ხანია, მოქმედების დროა"
ჩვენი ქვეყანა პარალიზებულია არა შიშით, არამედ იარაღის ლობით და პოლიტიკური პარტიით, რომლებმაც არ გამოავლინეს მზადყოფნა რაიმე გზით იმოქმედონ, რაც ხელს შეუწყობს ამ ტრაგედიების თავიდან აცილებას, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა “ტვიტერზე“ წერს, რითაც ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარ სროლას ეხმაურება.
„მშობლები აწვენენ შვილებს საწოლებში, უკითხავენ ზღაპრებს, უმღერიან იავნანას - და გონებაში ისინი წუხან იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ მას შემდეგ, რაც ბავშვებს სკოლაში, სასურსათო მაღაზიასა თუ სხვა საჯარო სივრცეში წაიყვანენ.
სენდი ჰუკიდან თითქმის ათი წლის შემდეგ - და ბუფალოდან ათი დღის შემდეგ - ჩვენი ქვეყანა პარალიზებულია არა შიშით, არამედ იარაღის ლობით და პოლიტიკური პარტიით, რომლებმაც არ გამოავლინეს მზადყოფნა რაიმე გზით იმოქმედონ, რაც ხელს შეუწყობს ამ ტრაგედიების თავიდან აცილებას. უკვე დიდი ხანია არის მოქმედების, ნებისმიერი სახის ქმედების დრო,“- წერს ყოფილი პრეზიდენტი.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
