რუსეთმა ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა
რუსეთმა ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ სრულად შეუჩერა ბუნებრივი აირის მიწოდება ჰოლანდიურ კომპანია „გასტერას“, მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებმა ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადეს.
„პირველი აპრილიდან მიწოდებულ გაზზე გადახდა უნდა განხორციელდეს რუბლებში ახალი რეკვიზიტების გამოყენებით, რის შესახებაც კონტრაგენტებს ეცნობათ დროულად“, – ნათქვამია გაზპრომის განცხადებაში.
როგორც „ბიბიბსი“ წერს, 2020 წელს ჰოლანდიაში გაზის მოხმარებამ 36,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, საიდანაც 11,2 მლრდ კუბური მეტრის იმპორტი რუსეთიდან განხორციელდა მილსადენის საშუალებით.
მარაგების დეფიციტის კომპენსაციის მიზნით, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ჰოლანდიური კომპანია „Gasunie“, გრონინგენის პროვინციაში, ემსჰავენის პორტში სასწრაფოდ აშენებს ტერმინალს თხევადი გაზის გადამუშავებისთვის. ტერმინალები წელიწადში 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის მიღებისთვის არის გათვლილი.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
