უკრაინელმა სამხედროებმა მტერს ოთხი მიმართულებით უკან დახევა აიძულეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მტერს ოთხი მიმართულებით უკან დახევა აიძულეს. კერძოდ, სლავიანსკის, სევეროდონეცკის, კრივოიროგის მიმართულების და ასევე კრასნოგოროვკასა და პოლტავკასთან.

რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას ფრონტის ხაზზე, როგორც უკრაინის გენშტაბის მიერ დილით გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული ვოლინის და პოლესკის მიმართულებით ბელარუსის არმიის ძირითადი ძალისხმევა სახელმწიფო საზღვრის დაცვისკენაა მიმართული, თუმცა რჩება სარაკეტო დარტყმების საფრთხე.

 

„სევრესკის მიმართულებით რუსეთის არმიას აქტიური ქმედებებისთვის არ მიუმართავს. სარაკეტო დარტყმა მიიტანეს სუმის ოლქზე და რამდენიმე დასახლების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. სლობოჟანსკის მიმართულებით რუსი ჯარისკაცები კვლავაც ემზადებიან შეტევისთვის. ავსებენ მატერიალური საშუალებებს მარაგებს და აძლიერებენ შეიარაღებით პოტენციალს რუსეთის ტერიტორიაზე. ამასთან ერთად, რუსეთის არმია ცდილობს, შეამციროს უკრაინული არმიის შეტევის შესაძლებლობები და ამ მიზნით ცეცხლს უხსნის უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებს საარტილერიო დანადგარებიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

 

ამასთან ერთად, უკრაინელი სამხედროების ცნობით, ხარკოვის მიმართულებით, რუსეთის არმიას აქტიური ქმედებებისთვის არ მიუმართავს და მათი ძალისხმევა მიმართულია უკრაინელი სამხედროების შეკავებისკენ.

 

„მტერმა ცეცხლი გახსნა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასახლებულ პუნქტებში – ვაშკიროვკაში, მოსპინოში, რუსკაია ლაზოვაიაში, პეჩენეგასა და მიხაილოვკაში. საავიაციო დარტყმა განხორციელდა ნოვოეს სიახლოვეს“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაში.

 

მათივე ცნობით, გენშტაბის ცნობთ, სლავიანსკის მიმართულებით, რუსეთის არმია კონცენტრირებულია პოზიციების გამაგრებაზე და აგრძელებს სამოქალაქო ობიექტების მიმართულებთ ცეცხლის გახსნას.

 

„ბოგოროდიჩნოესა და დოლინას დასახლებულ პუნქტებთან შტურმის მცდელობა უშედეგო იყო და დანაკარგის შემდეგ მათ უკან დაიხიეს“, – წერია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, დონეცკის მიმართულებით რუსი ოკუპანტები აგრძელებენ საარტილერიო დაბომბვას ფრონტის ხაზის მთელ პერიმეტრზე. „ლიმანის მიმართულებით რუსეთის არმიამ ცეცხლი გახსნა ოთხი დასახლებული პუნქტის მიმართულებით, ხოლო შტურმის მცდელობა უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს. მეტელკინოსა და ბელოგოროვკის მიმართულებიდან რუსები შეტევა მოგერიებულია“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

 

მათივე ცნობით, სევეროდოეცკის მიმართულებით, რუსი ჯარისკაცები აგრძელებენ უკრაინელების პოზიციების მიმართულებით სროლას. ავიციამ მიიტანა იერიში მირანაია დოლინასთან. ბრძოლა გრძელდება ქალაქ სევეროდონეცკის ცენტრალურ ნაწილში. რუსი ჯარიკსაცები აგრძელებენ სროლას ბახმუტის რაიონშიც, სადაც მათი შეტევა ასევე წარუმატებელი იყო.

 

ამასთან, გენშტაბის ინფორმაციით, ავდიევკის, კურახოვის, ნოვოპავლოვის და ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსეთის არმიას აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ ჩაუტარებია. გრძელდება დასახლებული პუნქტების მისამართით სროლა. მათ შორის მარინკას, პესკის და ნოვომილაილოვკის მიმართულებით. იუჟნობუჟსკოს მიმართულებით კი, დღე-ღამის განმავლობაში რუსებმა გამოიყენეს ნაღმტყორცნები, არტილერია და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ასევე, იყო იერიშის მცდელობა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მათ უკან დაახევინეს.

წაკითხვა 327 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.