"გაოცებული ვარ პუტინთან შოლცისა და მაკრონის მოლაპარაკებებით - ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს?"
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აკრიტიკებს იდეას, რომ უკრაინის ომის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებია.
გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში, კითხვაზე, ეშინია თუ არა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს პუტინის, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტის მსგავსად, მასაც მიაჩნია, რომ „გამოსავალი მხოლოდ მოლაპარაკების გზით შეიძლება გამოიძებნოს“, ანჯეი დუდამ უპასუხა, რომ მას აკვირვებს ყველა მიმდინარე მოლაპარაკება პუტინთან, რადგან, ყველა ეს საუბარი უსარგებლოა.
„გაოცებული ვარ ყველა მოლაპარაკებით, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს პუტინთან კანცლერ შოლცისა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ. ეს საუბრები უსარგებლოა. რას აკეთებენ? ისინი მხოლოდ უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირის ლეგიტიმაციას ახდენენ. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება. მან მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ. მეთაურები მას ექვემდებარებიან. ვინმე ელაპარაკებოდა ასე ადოლფ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის დროს? ვინმე ამბობდა, რომ ადოლფ ჰიტლერს სახე უნდა შეენარჩუნებინა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის? ასეთი რამ არ მსმენია,“ - აღნიშნა დუდამ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების მიღწევა ქვეყნის მთავრობის მეთაურების მონაწილეობის გარეშე.
„არ შეიძლება ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელსაც უკრაინის მთავრობა არ ეთანხმება“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს" - ტრამპი ირანს
- "ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- „თუ მოხდა აფეთქება ან გაჟონვა ჩვენ სისტემა მზად არ გვაქვს" - ნინო ჩხობაძე
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა