"თქვენ ბევრი რამ გააკეთეთ კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, მაგრამ არსებობს რეფორმები, რომლებიც უნდა შესრულდეს"
თქვენ ბევრი რამ გააკეთეთ კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს რეფორმები, რომლებიც უნდა შესრულდეს, მაგალითად კორუფციის დასაძლევად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა წარმოუდგენელი სიძლიერე.
„თქვენი ფოკუსი და ჩვენი დახმარება ორიენტირებულია ამ საშინელი ომის დაძლევისკენ. გვსურს, წინ გავიხედოთ, რა უნდა გაკეთდეს. მაგალითად, თქვენ ბევრი რამ გააკეთეთ კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს რეფორმები, რომლებიც უნდა შესრულდეს, მაგალითად კორუფციის დასაძლევად. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ. როგორც იცით, კომისია ახლა ამზადებს რეკომენდაციას, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ჩვენ ამ შეფასებაზე დღე და ღამე ვმუშაობდით. წინა ჩამოსვლის დროს დაგპირდით, რომ ამაზე დაუღალავად ვიმუშავებდით, ასე რომ, დღეს გამართული დისკუსიები საშუალებას მოგვცემს, დავასრულოთ შეფასების ნაწილი მომდევნო კვირის ბოლოსთვის. გზა ცნობილია, ეს გზა დამსახურებაზეა დაფუძნებული. უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა წარმოუდგენელი სიძლიერე. ასე რომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, თქვენ გადალახავთ ამ საშინელ ომს. თქვენ და ჩვენ ავაშენებთ ამ მშვენიერ ქვეყანას“, – განაცხადა ურსულა ფონ დენ ლაიენმა.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
