"ომში დაახლოებით 10 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა"
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 ივნისამდე არსებული მონაცემებით, ომში 10 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველზე, ალექსეი არესტოვიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე თქმით, უკრაინული მხარე ამბობს, რომ ყოველდღიურად ომში დაახლოებით 100 უკრაინელი სამხედრო იღუპება.
ამასთან, არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის დანაკარგი გაცილებით დიდია. უკრაინის მთავრობის შეფასებით, ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია 30 000 რუსი სამხედრო.
რუსეთის მთავრობა დაღუპული სამხედროების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს 25 მარტის შემდეგ არ აქვეყნებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ომში 1 351 რუსი სამხედრო დაიღუპა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
