"ევროპას უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ სარგებელს მოუტანს"
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებასგანცხადებით, ევროპას უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ეშინია.
კულებას თქმით, ევროკავშირში ეჭვის თვალით უყურებდნენ უკრაინისთვის ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიების მინიჭებას.
„მათ განგვიმარტეს, რომ შეუძლებელია უვიზო მიმოსვლა მისცენ უკრაინელებს და ამავდროულად არ მისცენ რუსებს. მოგვცეს, არაფერი მოხდა. თავისუფალი ვაჭრობის ზონას ევროპელი მწარმოებლებისთვის საფრთხე უნდა შეექმნა, არ გამოვიდა. უვიზო რეჟიმს სავარაუდოდ უკრაინიდან ლტოლვილთა და კრიმინალთა ნაკადი უნდა მოჰყოლოდა, მსგავსი არაფერი მომხდარა“, – განაცხადა კულებამ.
დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ იგივე არგუმენტები ახლა ევროპაში ისმის იმ გარდაუვალ პრობლემებზე, რომლებიც წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.
„სულ ერთი თვის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ისტორიული გადაწყვეტილების ზღურბლზე ამ დისკუსიის წერტილს მივაღწევდით. ყველას, ვინც დიდი ხანია უკრაინის ევროინტეგრაციაშია ჩართული, ესმის, რომ ეს კვანტური ნახტომია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კულებამ აღნიშნა, რომ ახლა ახალი რეალობაა შექმნილი და კანდიდატის სტატუსის მინიჭება ყველასთვის მომგებიანი იქნება.
„ახალმა რეალობამ დააჩქარა ყველაფერი და ახლა ჩვენ მივიწევთ ზევით ციცაბო კედელზე. ახლა არც ერთი ჩვენგანი არ იყურება ქვემოთ. ყველა იყურება მაღლა. უმრავლესობას ევროკავშირში ესმის, რომ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ სარგებელს მოუტანს მთელს ევროპას. ეს არის მომგებიანი ყველასთვის. ჩვენ უნდა გადავახტეთ მორიგ სტერეოტიპებს და შიშებს“, – განაცხადა კულებამ.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
