"ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს იწვევს"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკის საქმიანობასთან დაკავშირებით მოსკოვის შიშებზე საუბრობს და ვაშინგტონისგან სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობის შესახებ პასუხს მოითხოვს. ამის შესახებ ზახაროვამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა რუსეთის მხარე რაიმე ზომებს კონტროლის გასამკაცრებლად აშშ-ის საქმიანობაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში ბიოლაბორატორიებზე, ზახაროვამ უპასუხა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავენ მექანიზმების ამოქმედებას, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის მიხედვით, რომელიც სახელმწიფოებს შორის კონსულტაციებს ითვალისწინებს კონვენციის მონაწილე ქვეყნებთან დებულებების შესასრულებლად, ასევე თანამშრომლობაზე ნებისმიერი გამოძიების ჩასატარებლად კონვენციის ვალდებულებების შესაძლო დარღვევებზე.

 

კითხვაზე, არის თუ არა ცნობილი ყოფილ საბჭოთა კავშირის, რომელ ქვეყნებში აწარმოებს ბიოლოგიურ სამუშაოებს, ზახაროვამ განაცხადა, რომ არაერთხელ გამახვილდა ყურადღება საქართველოში საქმიანობაზე ლუგარის სახელობის ცენტრთან დაკავშირებით, სადაც, მისი განცხადებით, მუდმივად არის გაშლილი ამერიკა-საქართველოს სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევების სამმართველო.

 

„რუსეთის ოფიციალური პირები, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ხაზით, ასევე საზოგადოებრივი მოღვაწეები, ასევე ქართველი ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არაერთხელ მიუთითებდნენ, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს იწვევს ამერიკის მიერ კონვენციის აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხში“, - განაცხადა ზახაროვამ.

 

მისივე თქმით, ამ ბიოობიექტის ბაზაზე ტარდება კვლევები მწერების გამოყენებით, როგორც განსაკუთრებულად საშიშ ბიოლოგიურ აგენტებსა და ინფექციების გამავრცელებლებზე.

 

„პოსტსაბჭოთა სივრცეში შესრულებულ სამუშაოებზე აშშ აშკარა მიზეზებით დუმილს ამჯობინებს და არ იძლევა ინფორმაციას ნდობის გაზრდის ფარგლებში. იმის მტკიცება, რომ პენტაგონის და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების აქტივობა ფოკუსირებულია განსაკუთრებულად ჯანდაცვის საკითხებზე, სინამდვილეს არ შეესაბამება. ცხადია, რომ ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა არ მოითხოვს ამერიკელი სამხედროების მონაწილეობას. მეტიც, ამერიკის მხრიდან არაერთხელ გაკეთებული განმარტებები, რომ ამერიკა აგროვებს ბიომასალებს და აწარმოებს მონიტორინგს ეპიდვითარებაზე, მხოლოდ აძლიერებს და ამყარებს ჩვენ შეშფოთებას კონვენციის დაცვის კონტექსტში, მათ შორის, უკრაინაში აღმოჩენილი ფაქტების გათვალისწინებით. თავის მხრივ, რუსეთის საქმიანობა სამედიცინო-ბიოლოგიურ სფეროში ატარებს მხოლოდ მშვიდობიან ხასიათს და სრულად შეესაბამება კონვენციის მიხედვით აღებულ ვალდებულებებს“ , - განაცხადა ზახაროვამ.

წაკითხვა 298 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.