"დახმარება, რომელსაც უკრაინას ვუწევთ გაგრძელდება იმდენხანს, რამდენხანსაც საჭიროა"
გვსურს, გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინის მოქალაქეების მიმართ, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომელიც საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებთან ერთად დღეს კიევში ჩავიდა.
ამასთან, მისი თქმით, სამი ქვეყნის ლიდერებს კიევში ვიზიტით არა მხოლოდ სოლიდარობის დემონსტრირება სურთ, არამედ უკრაინელების იმაში დარწმუნებაც, რომ მათი დახმარება გაგრძელდება.
„ჩვენ არა მხოლოდ სოლიდარობის დემონსტრირება გვსურს, არამედ იმაში დარწმუნებაც, რომ დახმარება, რომელსაც ორგანიზებას ვუწევთ - ფინანსური და ჰუმანიტარული, ასევე როდესაც საქმე ეხება იარაღს - გაგრძელდება,” - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მისი თქმით, მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
