"გერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე"
გერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„ჩვენ ერთიანი ვართ იმის შეფასებაში, რაც ეხება უკრაინას, იმ საკითხზე, რა უნდა გაკეთდეს. შემიძლია, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო – გერმანია და აშშ ყოველთვის იმოქმედებენ ერთად უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. ასე იყო დასაწყისიდან და ასე იქნება შემდეგაც – მჭიდრო თანამშრომლობით და კოორდინაციით“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში ჯო ბაიდენთან გამართულ შეხვედრაზე.
შოლცის თქმით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, ისევე როგორც ნატო და ევროკავშირი თავიდანვე ერთად მოქმედებდნენ უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
„დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, პუტინი არ ელოდა, რომ უკრაინის ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა მისი მუდმივი თავის ტკივილი გახდებოდა, ისევე როგორც, უკრაინელების გამბედაობა და გამძლეობა თვიანთი სახელმწიფოს და დემოკრატიის დაცვაში“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ასევე, ოლაფ შოლცმა დაგმო კიევზე დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა და განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები დგანან უკრაინის მხარეს მის ბრძოლაში სუვერენიტეტის, დემოკრატიის და საკუთარი გზის განსაზღვრის დასაცავად.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ფართო აზრთა გაცვლა.
„აუცილებელია მუშაობა უსაფრთხოების სფეროში მშვიდობის არქიტექტურის შესაქმნელად, რომელიც იქნება მშვიდობის გარანტი და არ იქნება მუქარის შემცველი, სარისკო. ჩვენ გვაერთიანებს შეხედულებები მსოფლიოზე, დემოკრატიისადმი და კანონის უზენაესობისადმი რწმენა“, – განაცხადა შოლცმა.
სიახლეები
- "რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში" - საქართველოს რკინიგზა
- "ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვთ"- გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 თებერვლისთვის
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ
