"მტერი ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთიდან ბლოკირებას ცდილობს" - უკრაინის გენშტაბი

დონეცკის მიმართულებით მტერი არტილერიის მხარდაჭერით ცდილობს ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთიდან ბლოკირებას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, რუსული ძალები ბომბავენ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურას ლისიჩანსკის, ვოვჩოიარივკას, ლოსკუტივკასა და ვერხნოკამიანკას ტერიტორიებზე.

 

„მტერმა ლისიჩანსკის მახლობლად ავიადარტყმა განახორციელა. გრძელდება ბრძოლები ვოვჩოიარივკას რაიონში. ვერხნოკამიანკას მახლობლად თავდაცვის ძალებმა მტერს დიდი ზარალი მიაყენეს და აიძულეს უკან დაეხიათ,“- აცხადებენ გენშტაბში.

 

მათივე ცნობით, სივერსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს უკრაინა-რუსეთის საზღვრის გაძლიერებულ დაცვას. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა განაგრძეს სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბომბვა ჩერნიგოვის ოლქის ხრინივკასა და იანჟულივკას დასახლებების ტერიტორიებზე და ავია დარტყმები განახორციელეს სუმის ოლქის სლავგოროდის დასახლებაზე.

 

„ხარკოვის მიმართულებით, მტერი ისროდა ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან ხარკოვის, შეველივკას, პიშჩანეს, ჩუჰუივის, შესტაკოვის, ზამულივკას და რუსკა ლოზოვას დასახლებების ტერიტორიებზე. ის ახორციელებდა თავდასხმის ოპერაციებს დემენტიევკასა და პიტომნიკის დასახლებების მიდამოებში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ოკუპანტებმა დისტანციურად დანაღმეს ტერიტორია ფედორივკას, უკრაინკას, ზამულივკას, შესტაკოვესა და პერემოჰის მახლობლად,“ - აცხადებენ გენშტაბში.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სლოვიანსკის მიმართულებით მტერმა საკუთარი ძალების კონცენტრირება დოლინას დასახლების მიმართულებით განახორციელა. ამასთან, საარტილერიო ცეცხლი გახსნა ბოხოროდიჩნეს, ადამივკას, ხრესტიშჩეს, ჰრუშუვახას, სვიტლიჩნესა და კურულკას დასახლებებში.

 

„ოკუპანტებმა განახორციელეს საჰაერო დარტყმა დოვჰენკესთან. ტაქტიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მტერი სოფელ მაზანივკას მიმართულებით მიიწევს, ბრძოლა გრძელდება,“ - აცხადებენ გენშტაბში.

 

მათივე ცნობით, „ბახმუტის მიმართულებით, მტერმა ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნა ჩვენს პოზიციებს სპირნეს, ბერესტოვის, ბილოჰორივკას, კლინოვესა და ზაიცევეს დასახლებების ტერიტორიებზე. სპირნესა და იაკოვლივკას მახლობლად ჩვენმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები, ასევე მოიგერიეს თავდასხმა კლინოვის მიმართულებით. უკრაინელმა სამხედროებმა ბერესტოვისა და ვერშინას რაიონებში მტრის შეტევა შეაჩერეს, ოკუპანტები უკან დაიხიეს. მტერი ახორციელებს ახალი პოზიციების მოწყობას, კერძოდ, საგუშაგოებს მიკოლაივკას გარშემო,“- აცხადებენ გენშტაბში.

 

მათივე ცნობით, ავდიივკას, კურახივის, ნოვოპავლივის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით, რუსულმა ძალებმა უკრაინული ჯარების პოზიციებს არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნა და საჰაერო დარტყმები განახორციელა კრასნოჰორივკას, ვესელეს, ვუჰლედარის, შევჩენკოს, პრიჩისტივკას, მარინკასა და პავლივკას რაიონებში.

 

„ავდიივკაში მტრის სარაკეტო და საჰაერო დარტყმა დაფიქსირდა. მარინკას მახლობლად უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტრის წინსვლის მცდელობა კვლავ ჩაახშეს,“ - აცხადებენ გენშტაბში.

წაკითხვა 258 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.