"დონეცკში, ომის დაწყებიდან, 602 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა"
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დონეცკის ოლქში 602 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1552 დაშავდა, - ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ „ტელეგრამში“ განაცხადა.
„11 ივლისს მაშველებმა ქალაქ ჩასივ-იარში მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევების ქვეშ კიდევ 8 გარდაცვლილი იპოვეს, მათ შორის 9 წლის ბიჭის ცხედარი. გუშინ კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა მარინკაში. დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე“, - აღნიშნა კირილენკომ.
მისივე თქმით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
