ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეშვიდე პაკეტი შეათანხმა
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს ევროკომისიამ მიიღო ერთობლივი შეთავაზება ზომების ახალი პაკეტის შესახებ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ექვსი მასშტაბური და უპრეცედენტო პაკეტის მხარდაჭერასთან და ეფექტიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
„რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ არ სუსტდება. შესაბამისად, დღეს ჩვენ გამოვდივართ შეთავაზებით, გავამკაცროთ ჩვენი მძიმე სანქციები კრემლის წინააღმდეგ, შევასრულოთ ისინი უფრო ეფექტიანად და გავაგრძელოთ ისინი 2023 წლის იანვრამდე. მოსკოვმა უნდა გააგრძელოს მაღალი ფასის გადახდა თავისი აგრესიისთვის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირის მიერ შემუშავებული ახალი პაკეტი ითვალისწინებს ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან, კერძოდ, „დიდი შვიდეულის“ წევრებთან შემზღუდავი ზომების კოორდინირებას.
„ევროკავშირის სანქციები არის მკაცრი და ძლიერი. ჩვენ ვაგრძელებთ პუტინთან და კრემლთან დაახლოებული პირების მიზანში ამოღებას. დღევანდელი პაკეტი ასახავს ჩვენ კოორდინირებულ მიდგომას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის „დიდი შვიდეულის“ წევრებთან. ამ ზომებთან ერთად, მე ასევე საბჭოს წარვუდგენ ინიციატივას სასანქციო სიაში მეტი ფიზიკური პირებისა და კომპანიების შეყვანის შესახებ, მათი ანგარიშების გაყინვით და მოგზაურობის შეზღუდვით“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა.
ახალ პაკეტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სანქციები არ არის მიმართული რუსეთისა და მესამე ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობის წინააღმდეგ.
ევროკომისიის მიერ შემუშავებული სანქციების ახალი პაკეტი ევროკავშირის წევრებმა უნდა განიხილონ და შემდეგ ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
