"ამ დღეებში იხსენებენ რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ, ის ომი ჯერ არ ჩაბარებია წარსულს"
უკრაინაში ომის შემდეგ გაყინული კონფლიქტი არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომომართვაში განაცხადა.
ზელენსკიმ გამოსვლის დროს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ახსენა და აღნიშნა, რომ კავკასიის ამ ნაწილში რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხე კვლავაც არსებობს. ამიტომ მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიოს, შეიქმნას ასეთი აგრესიის პრევენციისთვის საჭირო ინსტრუმენტები.
„ამ დღეებში იხსენებენ რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს. ბევრს საუბრობენ ამ ომის მიზეზებსა და მის შედეგებზე. საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე უარმა გაზარდა რუსეთის ხელისუფლების გამბედაობა. მაგრამ ის ომი ჯერ არ ჩაბარებია ისტორიას, ის არ ჩაბარებია წარსულს. ამიტომ აუცილებელია საუბარი არა მხოლოდ იმაზე, რაც იყო, არამედ იმაზე, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი. მაშინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია. და არა მხოლოდ იმის გამო, რომ კავკასიის ამ ნაწილში რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხე კვლავაც შენარჩუნებულია, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ გაყინულია. მხოლოდ ახლა დაიწყო მსოფლიო გაცნობიერება, რომ საჭიროა რეალური, ქმედითი ინსტრუმენტები, რომ ასეთი აგრესია არ იყოს დაშვებული და აგერსორებმა აგონ პასუხი. 2008, 2014 და 2022 – ამ წლებში დაწყებულ ომებს სხვადასხვა მასშტაბი და ხასიათი აქვს, მაგრამ მომხდარს ერთი არსი აქვს – უსაფრთხოების რეგიონულმა და გლობალურმა მექანიზმებმა არ იმუშავეს. სწორედ ამიტომ არის საჭირო საერთაშორისო ურთიერთობებში აუცილებელი პრევენციის პრინციპი, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით, ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე. თუ უკვე გასაგებია, რომ რომელიმე სახელმწიფო ამზადებს აგრესიას – უსამართლო, არაპროვოცირებულ, უკანონო აგრესიას, მაშინ მსოფლიოს რეაგირება უნდა იყოს ანალოგიური, როგორც უკვე მომხდარ აგრესიაზე. არაა საჭირო დარტყმებისა და მსხვერპლის ლოდინი, აუცილებელია მოქმედება, რათა ასეთი რამ არ იყოს დაშვებული. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ამ ომის შემდეგ არ უნდა დარჩეს გაყინული კონფლიქტები. ესაა მთავარი დასკვნა. უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ყველაფერი, რაც რუსეთმა დროებით დაიკავა, ხოლო აგრესორი სახელმწიფო უნდა დაისაჯოს დანაშაულებრივი აგრესიისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება - სადამდე აიწევს ტემპერატურა
- გიორგი შარაბიძე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს შეხვდა
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი