"კვიპროსი და საბერძნეთი რუსეთის მოქალქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან"
კვიპროსი და საბერძნეთი რუსეთის მოქალქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან. ინფორმაცია „პოლიტიკო“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითხოვენ ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია და ლიეტუვა.
თუმცა, ბერლინში განაცხადეს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის სანქციების დაწესება გამართლებულად არ მიაჩნიათ.
„ანალოგიური პოზიცია აქვთ კვიპროსში. „ეს იქნება არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ადამიანებს შორის კონტაქტების გვჯერა და თურქეთის მოქალაქეებსაც კი აქვთ უფლება, მიიღონ კვიპროსის ვიზა“, – განაცხადა კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა, კორნელიოს კორნელიომ.
„პოლიტიკოს“ ცნობით, უკრაინაში ომს დაწყებამდე კვიპროსზე ჩასული ტურისტების 25%-ს რუსეთის მოქალაქეები შეადგენდნენ.
გამოცემის ცნობით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების წინააღმდეგია საბერძნეთის მთავრობაც.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების საკითხს აგვისტოს ბოლოს პრაღაში განიხილავენ.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
