"უკრაინა ყოველ დღე მხოლოდ გაძლიერდება, ეს აბსოლუტურად ყველას ესმის მსოფლიოში"
თითქმის ღამეა, მთავრდება ჩვენი მთავარი დღე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობა არ მთავრდება და არასოდეს დასრულდება, იქნება ჩვენი 32-ე დამოუკიდებლობის დღე, და 33-ე და ყველა შემდგომი, რამდენ ხანსაც გაგრძელდება სიცოცხლე დედამიწაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„უკრაინა – სამუდამოდ! და ყოველ დღე მხოლოდ გაძლიერდება და ეს აბსოლუტურად ყველას ესმის მსოფლიოში – გაერო-ს უშიშროების საბჭოდან დაწყებული ყველა დედაქალაქით, გამონაკლისის გარეშე.
ამიტომ, ჩვენ არ ვუხვევთ ჩვენს გზას, ვიბრძვით. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარს გვიჭერს. ვზრუნავთ ჩვენს სახელმწიფოზე, ვინარჩუნებთ ერთიანობას – იგივე ერთიანობას, როგორც დღეს, როგორც ყოველ დღე ამ ექვსი თვის განმავლობაში. ვერც ერთი მტერი ვერ დაგვამარცხებს. არ არსებობს ისეთი ბომბები, რომლებსაც შეუძლიათ, წაშალონ თავისუფლება და არასდროს იარსებებს ისეთი რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ, გატეხონ იმ ხალხის ნება, რომელსაც საკუთარი თავის სჯერა“,- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა დნეპროპეტროვსკში, რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას და აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 22ადამიანი, მათ შორის 11 წლის მოზარდი.
„რკინიგზის სადგურზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ჩვენ აუცილებლად ვაიძულებთ ოკუპანტებს პასუხის გაცემას ყველაფერზე, რაც გააკეთეს და ოკუპანტებს აუცილებლად განვდევნით ჩვენი მიწიდან“,- განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
