„კასეტური საბრძოლო მასალის კოალიცია“ - რუსეთი უკრაინაში კასეტურ ბომბებს იყენებს
რუსეთი უკრაინაში კასეტურ ბომბებს იყენებს, რაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვას, სახლების, სკოლებისა და საავადმყოფოების დაზიანებას იწვევს, - ამის შესახებ „კასეტური საბრძოლო მასალის კოალიციის“ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით განხორციელებული ასობით თავდასხმის დოკუმენტირებული და სავარაუდო ფაქტი არსებობს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
„რუსეთის მიერ საერთაშორისოდ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის ფართო გამოყენება უკრაინაში ცხადყოფს ადამიანის სიცოცხლის, ჰუმანიტარული პრინციპებისა და სამართლებრივი ნორმების აშკარა უგულებელყოფას“, - განაცხადა ანგარიშის ერთ-ერთმა რედაქტორმა მერი ურეჰემმა.
მისი თქმით, ამ იარაღის გამოყენება ყველა ქვეყანამ უნდა დაგმოს.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
