რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს დემილიტარიზებული კუნძულების ოკუპაციაში სდებს ბრალს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს დემილიტარიზებული კუნძულების ოკუპაციაში სდებს ბრალს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა საბერძნეთს ეგეოსის ზღვაში დემილიტარიზებული სტატუსის მქონე კუნძულების ოკუპაციაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ თურქეთი გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, როდესაც ამის დრო დადგება.
„თქვენ მიერ კუნძულების ოკუპაცია ჩვენ არ გვზღუდავს. როდესაც დადგება დრო, საათი, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა“, – განაცხადა ერდოღანმა.
როგორც „როიტერი“ წერს, მანამდე ერდოღანმა არაერთხელ დაადანაშაულა საბერძნეთი ეგეოსის ზღვაში მდებარე დემილიტარიზებული კუნძულების შეიარაღებაში, რასაც ათენი უარყოფს, თუმცა ერდოღანს საბერძნეთი მანამდე ოკუპაციაში არ დაუდანაშაულებია.
საბერძნეთში უარყვეს თურქეთის ბრალდებები და განაცხადეს, რომ არ აყვებიან ანკარის განცხადებებს და მუქარებს.
„ჩვენ ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებს და მოკავშირეებს პროვოკაციული განცხადების შინაარსს. რათა გახდეს ნათელი, ვინ ცდილობს დინამიტის დაყენებას ჩვენი ალიანსის ერთობისთვის ამ სახიფათო დროს“, – განაცხადეს ათენში.
ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულები საბერძნეთს 1923 და 1947 წლების შეთანხმებებით გადაეცა, მხოლოდ იმ პირობით, რომ არ მოახდენდა ამ კუნძულებზე შეიარაღების განთავსებას. „როიტერის“ ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეჭვქვეშ დააყენებს კუნძულებზე საბერძნეთის სუვერენიტეტის საკითხს, თუ ათენი მათ შეიარაღებას გააგრძელებს.
სიახლეები
- "დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა" - სუს-ი
- "პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ"
- "2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი"
- "ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება" - მეუფე იაკობი
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
