"დედოფალმა მსხვერპლი შესწირა მოვალეობას, მისი ერთგულება არასდროს შერყეულა"
დედოფალმა ელისაბედ მეორემ მსხვერპლი შესწირა მოვალეობას, მისი ერთგულება არასდროს შერყეულა, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამემ მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.
მონარქის თქმით, დედოფალი ელისაბედ მეორე იყო შთაგონება და მაგალითი მისთვის, ასევე მთელი ოჯახისთვის.
„1947 წელს, თავის 21-ე დაბადების დღეს თანამეგობრობისადმი კეიპტაუნიდან მიმართვისას მან პირობა დადო, რომ თავის ცხოვრებას, იქნებოდა ის ხანგრძლივი თუ ხანმოკლე, თავისი ხალხის მსახურებას მიუძღვნიდა. ეს იყო დაპირებაზე მეტი. ეს იყო ღრმად პირადი ვალდებულება, რომელმაც მისი მთელი ცხოვრება განსაზღვრა“, – განაცხადა ჩარლზმა.
ჩარლზის თქმით, დედოფალ ელისაბედ მეორის მმართველობის დროს საზოგადოებამ იხილა მისი სიყვარული ტრადიციების მიმართ და ამავე დროს, მისი უშიშარი სწრაფვა პროგრესისკენ, რამაც დიდი ბრიტანეთი დიდ ქვეყნად აქცია.
ჩარლზის თქმით, ის დედის მემკვიდრეობას გააგრძელებს.
„როგოც თავად დედოფალი ასეთი ურყევი ერთგულებით, მე ასევე ვდებ პირობას, რომ იმ დარჩენილი დროის განმავლობაში, რომელიც უფალმა მიბოძა, დავიცავ საკონსტიტუციო პრინციპებს, რომლებიც ჩვენი ერის საფუძველს წარმოადგენს. სადაც უნდა ცხოვრობდეთ, გაერთიანებულ სამეფოში, თუ მსოფლიოს სხვა ადგილებში მდებარე სამეფოებსა და ტერიტორიებზე, რა წარსულიც და რწმენაც უნდა გქონდეთ, ვეცდები, გემსახუროთ ლოიალობით, პატივისცემითა და სიყვარული, ისევე, როგორც ამას ვაკეთებდი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში“, – განაცხადა მონარქმა.
ჩარლზის მეფედკურთხევის ოფიციალური ცერემონია 10 სექტემბერს გაიმართება.
სიახლეები
- "დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა" - სუს-ი
- "პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ"
- "2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი"
- "ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება" - მეუფე იაკობი
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
